პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთი „ენერგეტიკული გენოციდის“ ჩადენას ცდილობს, მაგრამ კიევი და უკრაინა მტკიცედ დგას.
ამის შესახებ პოდოლიაკმა Twitter-ზე დაწერა.
მისივე თქმით, კონტრზომის გეგმა მარტივია: საჰაერო თავდაცვის სისტემები, ინფრასტრუქტურული ობიექტების დაცვა და მოხმარების ოპტიმიზაცია.
„სახელმწიფო ეფექტიანად უმკლავდება ამ გამოწვევებს. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ პრობლემის გადაწყვეტის გზებზე“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.
მუნიციპალური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა რომან ტკაჩუკმა განმარტა, რომ დედაქალაქში ვითარება კონტროლს ექვემდებარება და ამჟამად არ არსებობს რაიმე მიზეზი, რომ დედაქალაქის დაახლოებით 3 მილიონიანი მოსახლეობის გადაუდებელი ევაკუაცია განიხილებოდეს.